Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

2021 წლის 22-24 სექტემბერს, თსუ  შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, მასპიძლობს მორიგ, მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,  თემაზე:

ლიტერატურა და პანდემია

ისტორიული და თემატური გამოცდილება

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • თანამედროვე მსოფლიო მწერლობა პანდემიის პირობებში (პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა და სხვ.);
  • ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს;
  • მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში;
  • პანდემია - ტექსტის თემა;
  • „კარანტინი“ და „იზოლაცია“ ლიტერატურაში;
  • კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება  ლიტერატურულ პროცესში;
  • პანდემიიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში;
  • პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე;
  • ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) პანდემიის პირობებში.

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 80--ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 11 ქვეყანა), მათ შორის: იაპონია, საფრანგეთი, უნგრეთი,  ლიეტუვა, უკრაინა, სლოვენია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო,  ყაზახეთი და სხვ.; აგრეთვე,  საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, თბილისიდან და რეგიონებიდან.

მსოფლიო კორონა პანდემიიდან გამომდინარე,  სიმპოზიუმი იმუშავებს ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმაზე.

სიმპოზიუმის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 11 საათზე.

სიმპოზიუმის პროგრამა განთავსებულია საიტზე:  http://conference.litinstituti.ge/ka/ 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პლენარული სხდომებისა და სექციების მუშაობის შესახებ, შესაბამისი ლინკების მითითებით.